ჩვენს შესახებ
თანამედროვე სასტუმრო „ბრაიტონი“, რომელიც მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში ევროპის მოედანთან აშენებულია 2011 წელს. იგი მცირე მანძილითაა დაშორებული შავი ზღვის სანაპიროსა და ზღვისპირა ბულვარს.

სასტუმროში განთავსებულია ორადგილიანი სტანდარტული, ნახევარ ლუქსი და ლუქსები. სასტუმროს ყველა ნომერს გააჩნია: ცენტრალური გათბობა, სატელიტური ტელევიზია, აბაზანა, მინი ბარი, ტელეფონი, ინტერნეტი, თმის საშრობი. ასვე შეგიძლიათ ისარგებლოთ  დამატებითი მომსახურებით, როგორიცაა სამრეცხაო, ძიძის მომსახურება. სასტუმროს გააჩნია საკუთარი ავტოსადგომი.

სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი გათვლილი 25 ადამიანზე.

შენობის თავზე განთავსებულია ღია ვერანდა, ბარი, საიდანაც იშლება მთისა და ზღვის მშვენიერი ხედი, განსაკუთრებით ლამაზია ღამით, ლამპიონების შუქზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გაჩირაღდნებული ბათუმის ქუჩები და მუდამ მოფუსფუსე ბათუმის პორტი.